samedi 7 mars 2015

ტრენინგის მე-9 დღე

დავასრულეთ ტრენინგი ინტელის ძირითადი  კურსი.მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები ,დავუსვით ერთმანეთს შეკითხვები.ნაყოფიერი და საჭირო ტრენინგი იყო, აუცილებლად გამოვიყენებ ტექნოლოგიებს საგაკვეთილო პროცესში.

samedi 28 février 2015

ტრენინგის მე 8 დღე

მოსწავლისათვის დამხმარე მასალა შევქმენით,რომელიც გამოგვადგება სსმ მოსწავლეებისთვის.გავაკეთეთ ბმული  ჩვენი პორთვოლიო დრაივშიდა ჩვენს ბლოგზე დავდეთ.მას ნახავენ სხვებიც, ოხონდ დათვალიერების რეჟიმში.ვისწავლეთ მისი წაშლა და ახლის ჩასმა. შემდეგ ჩვენს ბლოგზე დავაყენათ მთვლელი,რათა განვსაზღროთ რამდენი მნახველი ყავს ჩვენს ბლოგს.ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩასმა.შემდეგ დავამატეთ გამოკითხვის გაჯეტი.

samedi 21 février 2015

პრეზენტაციის მე-6 დღე

დღეს ჯიმეილიდან გადავედით დრაივში გავხსენით ჩვენი პრეზენტაცია და ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე პრაზენტაცია.შემდეგ გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი მოვამზადეთ.შემდეგ გავაგრძელე პროცედურების წერა.

ტრენინგის მე-5 დღე

დღეს ვისწავლეთ ინტერნეტის გამოყენება.ვისწავლეთ იუთუბზე ვიდეოების ჩართვა და ჩვენს ბლოგზე სასურველი ვიდეოს გადმოტანა და წაშლა.ასევე ვისწავლეთ რომელი წუთიდან გვსურს ვიდეოს დაწყება.შემდეგ  ვისწავლეთ მეილში ჩატში მეგობრის დამატება და მესიჯის მიწერა.გავაკეთეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია,გავაკეთეთ 4 სლაიდი,შევინახეთჩვენი პროექტის გეგმაში,მისი საშუალებით ტრენინგის ბოლოს გავაკეთებთ პრაზენტაციას.

samedi 14 février 2015

ტრენინგის მე-4 დღე

სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში ჩავწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები:-ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.შემდეგ ვისწავლეთ ბლოგზე სათაურის შეცვლა,ვისწავლეთ ფონოს და ფერის შეცვლა.ვისწავლეთ ბლოგზე სურათების ჩასმა.დავაწერეთ სურათს სათაური.ჩავსვით 3 სურათი.შემდეგ ვისწავლეთ თვითონ პოსტებზე როგორ უნდა ჩავსვათ სურათი.შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი:გავეცანით შეფასების გამოყენებას სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად.გავეცანით შეფასების სტრატეგიებს.და ბოლოს დავწერეთ პროექტის შეფასება.

ტრენინგის მე-3 დღე.


 
 დავასრულეთ მშობლისათვის ბუკლეტის დამზადება .ვისწავლეთ როგორ უნდა დავამზადოთ.განვსაზღვრეთ სტანდარტით განსაზღრული შედეგები,გამოვიყენეთ ბლუმის ტაქსონომიის ზმნები და 21 საუკუნის ახალი სიტყვები რომელიც დაგვეხმარა მიზნების დაწერაში ,ჯგუფურად შევავსეთ თემატური და შინაარსობრივი კითხვები და გავაკეთეთ ჯგუფურად ანალიზი.


samedi 7 février 2015

ტრენინგის მე-2 დღე.

დღეს ვისწავლეთ როგორ ხდება,პოსტის გამოქვეყნება,ვისწავლეთ მისი რედაქტირება,შეგვიძლია ერთმანეთის ბლოგებზე გადასვლა,ერთმანეთის მიმართ კომენტარების გაკეთება,ასევე ვისწავლეთ საქაღალდის დაარქივება ,ვისწავლეთ მშობლისთვის ბუკლეტების დამზადება,და პროექტის გეგმის შევსება დავიწყეთ.შევავსეთ პირველი გვერდი.

ტრენინგის 1-დღე

გავეცანით ტრენინგის მონაცილეებს გავეცანით ინტელის სახელმძხვანელოს, მოვათავსეთ რესურსები, გავეცანით 21 საუკუნის უნარ ჩვევებს,გავხსენით ბლოგი და იმეილი.